გამოყენების წესები

Visa Inc. (“Visa”) ახორციელებს www.financialsoccer.com (“საიტის”) უზრუნველყოფას თქვენი პერსონალური ინფორმირების, გართობისა და სიამოვნებისთვის. შეგიძლიათ საიტზე ინფორმაციის მოძიება, ჩამოტვირთვა და სხვა მიზნებისთვის გამოყენება. ამავდროულად, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ საიტზე თქვენი წვდომა ექვემდებარება შემდეგ წესებს (“წესები”), ისევე როგორც ყველა მოქმედ კანონს. საიტზე წვდომითა და მისი გამოყენებით, წესების შეზღუდვისა თუ კვალიფიკაციის გარეშე ეთანხმებით და აღიარებთ, რომ კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, Visa-სთან შესაძლო დადებულ ნებისმიერ სხვა შეთანხმებას აღნიშნული წესები ჩაანაცვლებს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წესებს არ ეთანხმებით, გთხოვთ, საიტს ნუ გამოიყენებთ.

ამ განცხადების განახლებით, Visa-ს შეუძლია, ნებისმიერ დროს, გადახედოს აღნიშნულ წესებს. აღნიშნულ ცვლილებებს აქვს სამართლებრივი ძალა და შესაბამისად, ვალდებული ხართ, გამოყენების წესების სანახავად, პერიოდულად ეწვიოთ ამ გვერდს.

თუკი სხვაგვარად კონკრეტულად არ არის მითითებული, უფლება გაქვთ საიტზე ნაჩვენები მასალა ჩამოტვირთოთ მხოლოდ არაკომერციული გამოყენების მიზნით და არ გაქვთ Visa-ს წერილობითი თანხმობის გარეშე, მისი გაყიდვის, გავრცელების, შეცვლის, ასლის გაკეთების, გამოქვეყნების, გადაცემის, ნებისმიერი კომერციული მიზნით გამოყენების ან ახლიდან გამოყენების უფლება. თუმცა, თუკი ეწევით საგანმანათლებლო საქმიანობას, თქვენ შეგიძლიათ გაავრცელოთ, შეცვალოთ, გააკეთოთ ასლი, გადასცეთ, გამოიყენოთ ან ახლიდან გამოიყენოთ საიტზე არსებული ნებისმიერი კონტენტი, მხოლოდ საკლასო ოთახის ფარგლებში. თუ Visa-ს მიერ წერილობით არ არის სხვაგვარად შეთანხმებული, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ყველა საავტორო უფლებისა და სხვა საკუთრების უფლების შესახებ შეტყობინებები ჩამოტვირთული ან/და ფიზიკური ასლის სახით. არ გაქვთ საიტზე ისეთი ხერხებით წვდომის ან გამოყენების უფლება, რომელმაც შეიძლება ან რომლის მიზანიცაა დაზიანდეს ან შესუსტდეს საიტი, ან ნებისმიერი სერვერი თუ ქსელი, რომელიც ექვემდებარება საიტს ან ხელს უშლის სხვის მიერ საიტის გამოყენებას.

უნდა ჩათვალოთ, რომ ყველაფერი, რაც საიტზეა წარმოდგენილი, დაცულია საავტორო უფლებით, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, და რომ ეს არ უნდა იქნეს გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია წესების ან Visa-ს მიერ საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი მესამე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. Visa არც გარანტიას იძლევა და არც აცხადებს, რომ საიტზე ნაჩვენები მასალის თქვენ მიერ გამოყენება მესამე პირების უფლებებს არ დაარღვევს. Visa-ს საიტზე აღწერილი ნებისმიერი პროდუქტი, მომსახურება, პროგრამა, ან ტექნოლოგია შეიძლება წარმოადგენდეს Visa-ს სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საგანს (მათ შორის, საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი ან საპატენტო უფლება). Visa იტოვებს ნებისმიერ ისეთ უფლებას, რომელიც წინამდებარე დოკუმენტში დეტალურად არ არის გათვალისწინებული.

საიტზე განთავსებული ადამიანების ან ადგილების გამოსახულებები წარმოადგენს Visa-ს საკუთრებას, ან გამოყენებულია ნებართვით. ამ გამოსახულებების თქვენი ან სხვა, მესამე პირის მიერ გამოყენება აკრძალულია, თუკი წესების თანახმად ან საიტზე, სხვაგან, აღნიშნული პირდაპირ არ არის ნებადართული. ამ გამოსახულებების ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენებით, შესაძლოა, დაირღვეს კანონი საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნების, კონფიდენციალურობისა და საჯაროობის შესახებ და სხვა შესაბამისი დადგენილებები და დებულებები.

საიტზე ნაჩვენები სავაჭრო ნიშნები, ლოგოები და მომსახურების ნიშნები (ერთად “სავაჭრო ნიშნები”) წარმოადგენს Visa-სა და სხვა მესამე მხარეების რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებს. ფინანსური ფეხბურთი® და ფულის პრაქტიკული უნარ-ჩვევები® და VISA® წარმოადგენს Visa-ს რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებს. საიტზე არსებული ინფორმაცია არ უნდა იქნას განმარტებული, როგორც საიტზე განთავსებული ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის გამოყენების ლიცენზიის ან უფლების მინიჭება, ან სხვაგვარად, Visa-ს ან სავაჭრო ნიშნის მესამე მხარის წერილობითი ნებართვის გარეშე. საიტზე ნაჩვენები ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის, ან რომელიმე სხვა მასალის ბოროტად გამოყენება აკრძალულია. Visa, მათ შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესების გზით, მტკიცედ იცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მესამე მხარის ლოგოს არსებობა არ ნიშნავს Visa-ს მიერ კონკრეტული კომპანიის ან ორგანიზაციის, ან მისი პროგრამების, პროდუქტების ან მომსახურების მხარდაჭერას.

ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა, გარდა თქვენი პირადი ინფორმაციისა (რომელიც კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია მითითებული), რომელსაც საიტს, ელექტრონულად ან სხვა ფორმით, მონაცემების, კითხვების, კომენტარების, შეთავაზებებისა თუ განაცხადების ჩათვლით უგზავნით, ითვლება და ჩაითვლება არაკონფიდენციალურად და დაუპატენტებლად, თუკი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში სხვაგვარად არ არის მითითებული. ზემოთ მითითებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობების გათვალისწინებით, საიტზე თქვენ მიერ გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, შეიძლება Visa-ს მიერ ნებისმიერი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მისი შეცვლის, გამრავლების, გადაცემის, გასაჯაროების, გამოქვეყნების, მაუწყებლობისა და განთავსების მიზნით იქნას გამოყენებული. www.financialsoccer.com-ზე მასალის გაგზავნით, თქვენ სრულად გადასცემთ Visa-ს და სამუდამოდ უარს ამბობთ და ეთანხმებით, რომ არასდროს გამოხატავთ რაიმე საავტორო, "მორალურ" უფლებებს, საჯაროობის ან პირადი ცხოვრების უფლებას ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების ან საკუთრების უფლებას, რომელიც შეიძლება გქონდეთ ამ მასალაზე. Visa-ს, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, შეუძლია, ნებისმიერი მიზნით, გამოიყენოს ყველა იდეა, კონცეფცია, ტექნიკა თუ ნოუჰაუ, რომელსაც მოიცავს თქვენ მიერ საიტისთვის გაგზავნილი ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების შემუშავების, წარმოებისა და მარკეტინგული პროდუქტების და მომსახურების ჩათვლით.

მიუხედავად იმისა, რომ Visa-ს, საიტზე ზუსტი და თანამედროვე ინფორმაციის შესატანად, შეუძლია გონივრული ძალისხმევის გატარება, ამგვარი ინფორმაციის სიზუსტის, დროულობის ან სისრულის შესახებ Visa გარანტიებსა და განცხადებებს არ გასცემს. Visa არავითარ შემთხვევაში არ იძლევა წარმომადგენლობას ან გარანტიას შედეგების შესახებ, რომლებიც საიტზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით ან მიყოლით შეიძლება იქნას მიღწეული, ან გარანტიას იმისა, რომ მოწოდებული ინფორმაცია რაიმე კონკრეტულ მიზანს ან საჭიროებას დააკმაყოფილებს. Visa-მ შესაძლოა, შეტყობინების გარეშე, პერიოდულად დაამატოს, შეცვალოს ან გააუმჯობესოს საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, პროდუქტი, მომსახურება, პროგრამა თუ ტექნოლოგია. Visa არ იღებს არავითარ ვალდებულებასა თუ პასუხისმგებლობას საიტის შიგთავსში არსებულ ნებისმიერ შეცდომასა თუ ხარვეზზე.

საიტის გამოყენების რისკი თქვენვე გეკისრებათ. საიტზე მოწოდებული ან მითითებული ინფორმაცია და მომსახურებები მოწოდებულია "როგორც არის" და "როგორც არის ხელმისაწვდომი", ყოველგვარი გამოხატული თუ ნაგულისხმევი, რაიმე სახის გარანტიისა თუ წარმოდგენის გარეშე. კანონით ნებადართული მაქსიმალური ზომით, არც Visa და არც საიტის შექმნაში, წარმოებასა თუ მიწოდებაში ჩართული რომელიმე სხვა პირი, ნებისმიერ პირდაპირ, ირიბ, შემთხვევით, შემდგომ თუ საჯარიმო ზიანზე (შემდეგის ჩათვლით, შეზღუდვის გარეშე: დაკარგული მოგება, შემცვლელი მომსახურების შესყიდვის ხარჯი თუ დაკარგული შესაძლებლობა), რომელიც გამოწვეულია საიტთან თქვენი წვდომის, მისი გამოყენების ან მასზე დაყრდნობის გამო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Visa-ს აცნობეს ასეთი ზიანის შესაძლებლობის შესახებ, არ იქნება პასუხისმგებელი.

ამ ვებგვერდზე განთავსებული მასალის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფინანსური რჩევების მისაღებად. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მასალა რეგულარულად არ ახლდება და შესაბამისად, ზოგი ინფორმაცია შეიძლება არ იყოს ამჟამინდელი. გთხოვთ, თქვენი ფინანსური მენეჯმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ფინანსურ მრჩეველთან.

Visa-ს არ შეუმოწმებია ყველა საიტი, რომელიც დაკავშირებულია საიტთან და ასეთი ბმულების არსებობის ფაქტი არ მიუთითებს დაკავშირებულ საიტზე განთავსებული რაიმე მასალის დადასტურებასა ან დამტკიცებაზე. ნებისმიერი საიტის შინაარსზე, რომელიც დაკავშირებულია საიტთან ან საიტიდან, Visa არ არის პასუხისმგებელი და ნებისმიერ ასეთ დაკავშირებულ საიტთან თქვენი კავშირი ხდება თქვენივე რისკის ქვეშ.

Visa იტოვებს ნებისმიერი მომხმარებლისთვის საიტის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებაზე ნებისმიერი მიზეზის გამო, შეტყობინების გარეშე, უარის თქმის უფლებას. Visa-ს, თავისი შეხედულებისამებრ და ნებისმიერ დროს, შეუძლია საიტის შეცვლა ან შეწყვეტა და რაიმე ინფორმაციის, შინაარსის ან მასალის წაშლა ან უარის თქმა მის გამოქვეყნებაზე.

წესები იმართება და განისაზღვრება კალიფორნიის შტატის კანონებით, მხოლოდ კანონთა კონფლიქტის დებულებების გამოკლებით. ამგვარად, საიტის წესების თითოეული მხარე ემორჩილება კალიფორნიის შტატის სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას და უარს ამბობს ნებისმიერ იურისდიქციაზე, ადგილსა თუ არახელსაყრელ ფორუმზე ამ სასამართლოების წინააღმდეგ.

Visa-ს მიერ წესების ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი რომელიმე უფლების დარღვევა ამ უფლებაზე უარის თქმას არ წარმოადგენს. კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს მიერ წესების რომელიმე დებულების ბათილად დადგენის შემთხვევაში, თქვენ, Visa და სასამართლო ეცდებით შეასრულოთ ამ დებულებაში ასახული განზრახვა, ხოლო წესების დანარჩენი დებულებები სრულ ძალას და გავლენას შეინარჩუნებს.

თქვენ ეთანხმებით, რომ საიტის გამოყენებისას დაიცავთ ყველა მოქმედ კანონს. სხვა საკითხებთან ერთად, შეერთებული შტატებისა და უცხოური ექსპორტის კონტროლის კანონები არეგულირებს შეერთებული შტატებისა და მსგავსი უცხოური ქვეყნების წარმოშობის ტექნოლოგიის ექსპორტს და რეექსპორტს. თქვენ, შესაბამისად, დაიცავთ აღნიშნულ კანონებსა და რეგულაციებს და ნებისმიერ შინაარსს ან პროგრამულ უზრუნველყოფას საიტიდან ან ნებისმიერი ქვეყნიდან ან უცხო ეროვნებიდან, პირდაპირ ან ირიბად, ელექტრონული გადაცემის ფორმით თუ სხვაგვარად, მსგავსი კანონებისა თუ რეგულაციების დარღვევის გზით, არ გადასცემთ.

გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც წესების ნაწილს წარმოადგენს და რომელსაც თქვენ ეთანხმებით. თუკი www.financialsoccer.com-თან დაკავშირებით გაქვთ რაიმე შეკითხვა, კომენტარი ან პრეტენზია, გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე: info@financialsoccer.com ან გამოგვიგზავნოთ წერილი ფოსტით შემდეგ მისამართზე:

ფინანსური ფეხბურთი
ადრესატი: კორპორაციული ურთიერთობები
საფოსტო ყუთი 194607
სან ფრანცისკო, კალიფორნია 94119-4607